“გარეთ ვერ გავდივართ, გვერდზე სახლებს ხეები დაეცა, არ გვაქვს დენი და წყალი” – რა ხდება კაპროვანში?

“დენი არ გვაქვს, წყა­ლი არ გვაქვს და არც ინ­ტერ­ნე­ტი” – წერს ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი მამუ­კა ღლონ­ტი, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკვე წლე­ბია, ზღვის­პი­რეთ­ში ცხოვ­რობს, კერ­ძოდ, კაპ­რო­ვან­ში.

5-დღი­ან­მა გა­და­უ­დე­ბელ­მა, ძლი­ერ­მა თოვლმა ის და მისი მე­უღ­ლე ფაქ­ტობ­რი­ვად სახ­ლში ჩა­კე­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გზა მისი სახ­ლი­დან 100-მეტრშია, ისეა თოვ­ლის გამო ყვე­ლა­ფე­რი ირ­გვლივ ჩა­ხერ­გი­ლი, რომ სახ­ლი­დან გას­ვლას ვერ ახერ­ხებს.

”თოვა 5 დღის წინ და­ი­წყო და დღემ­დე არ ჩერ­დე­ბა. თოვ­ლის სიმ­ძი­მემ და­ამ­ტვრია ხის ტო­ტე­ბი, წა­აქ­ცია ხე­ე­ბი, და­ა­ზი­ა­ნა სახ­ლე­ბი, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, ინ­ტერ­ნე­ტი, ზო­გან – გაზ­მო­მა­რა­გე­ბა არ არის, ზო­გან – წყალ­მო­მა­რა­გე­ბა. ჩვენ მე­ხუ­თე დღეა, დენი არ გვაქვს და ახლა მი­ვი­ღე სმს, – წყა­ლიც შე­წყდე­ბა… მთა­ვა­რი ისაა, რომ გა­და­უ­ღებ­ლად თოვს.

– რამ­ხე­ლაა თოვ­ლის სა­ფა­რი?

– 80 სმ-მდე. თუ არ გა­ჩერ­და, შე­იძ­ლე­ბა მეტრსაც მი­აღ­წი­ოს, ინ­ტენ­სი­უ­რად თოვს… ელექტრო­ე­ნერ­გია მე იმი­ტომ არ მაქვს, რომ ჩა­მომტვრე­ულ­მა ხე­ებ­მა და ტო­ტებ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და­ა­ზი­ა­ნა, რად­გან თოვ­ლის სიმ­ძი­მემ ისი­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ტე­ხა. ჩემს ეზო­ში მო­ის­პო ნარ­გა­ვე­ბი, ხე­ე­ბი. წინა ეზო­ში ვერ გავ­დი­ვარ, მაგ­რამ ჩემი სახ­ლის გვერ­დზე რა სახ­ლე­ბი­ცაა, ყვე­ლას ხე აქვს და­ცე­მუ­ლი.

ჩემ­სას ჯერ­ჯე­რო­ბით არ დას­ცე­მია. ერთ სახ­ლს მა­გა­ლი­თად, სამი ხე ერ­თად და­ე­ცა. ჩა­მო­ტე­ხი­ლი ტო­ტე­ბით და წაქ­ცე­უ­ლი ხე­ე­ბით ჩა­ხერ­გი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, მო­სას­ვლე­ლი გზა. ჩვენს სახ­ლამ­დე ვერ მოხ­ვალთ, გა­და­ხერ­გი­ლია. სახ­ლი­დან ქუ­ჩამ­დე 100 მეტ­რია და იქამ­დე ვერ მივ­დი­ვარ. სა­ერ­თოდ, გა­რეთ ვერ გავ­დი­ვართ და იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ.

– პრო­დუქ­ტე­ბი თუ გაქვთ?

– რა­ღაც მა­რა­გი სულ გვაქვს ხოლ­მე და ახლა უბ­რა­ლოდ იმ მა­რაგს ვი­ზო­გავთ.

– არა­ვინ ასუფ­თა­ვებს თოვ­ლის­გან და დამ­ტვრე­უ­ლი ტო­ტე­ბის­გან, ხე­ე­ბის­გან ტე­რი­ტო­რი­ას?

– პირ­ველ დღეს ტრაქ­ტო­რი გა­მოგ­ზავ­ნეს, რო­მელ­მაც გზა გაწ­მინ­და და ისევ ჩა­მო­იმ­ტვრა ყვე­ლა­ფე­რი. იმის მერე არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამინ­დის პროგ­ნოზს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ხვალ დი­ლამ­დე უნდა გავძლოთ… არა­და, ახ­ლაც ისე თოვს, აი, რა გი­თხრათ” – აცხადებს ღლონტი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share