ლანჩხუთის მკვიდრი თათია თოხაძე სოციალურ ქსელში წერს:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად უპასუხისმგებლო და გაუგონარი დამოკიდებულება მოსახლეობისადმი! ნანგრევებში მოყოლილი 3 მცირეწლოვანი ბავშვის და 2 ზრდასრულის საშველად სამაშველო სამსახურმა მხოლოდ 6-7 საათის შემდგომ შეძლო მისვლა.
ალბათ დაგაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ არ ყავდათ ტექნიკა რომელიც შეძლებდა სოფლამდე მისასვლელი გზის გაჭრას. ბავშვების გადარჩენა მხოლოდ მეზობლების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს შეუიარაღებელი ხელებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები. კარის მეზობლებსაც კი სახლამდე მისასვლელად და თოვლის გასაჭრელად საათ ნახევარი დაჭირდათ.
და კიდევ უარესი ამ სახლზე უკვე მესამე წელია დევს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომ მეწყერსაშიშ ზონაშია, ავარიულია და შიგ გატარებული თითოეული ღამე არის რისკის შემცველი შიგ მაცხოვრებელი პირებისთვის . მაგრამ აქაც რეაგირება -0 .
@ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია – კიდევ რამდენი დასკვნა , განცხადება და მტკიცებულება გჭირდებათ რომ მოახდინოთ რეაგირება? თუ კიდევ რაიმე ფატალურ შედეგს ელოდებით?” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

