პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სანქციები ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსაც უნდა დაუწესდეს.
„როცა მზად იქნებით გადაწყვეტილების მისაღებად, გთხოვთ გახსოვდეთ ბელარუსიც. ლუკაშენკოსა და მისი ბანდიტების წინააღმდეგ ასეთივე მკაცრი სანქციებია საჭირო. მას ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ აგრესიაზე, როგორც პუტინს“, – წერს ტუსკი „ფეისბუქზე“.