“შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს”, – ასე მიმართავს NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, კობახიძემ, მე, როგორც სახელმწიფო მოხელეს, მიწოდა “დაობებული” და „ნაფტალინიდან“ ამოღებული. თუ უკეთესი თავდაცვა არ გაქვთ, შეურაცხყოფას აყენებთ ქალს გარეგნობის გამო. შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს. დიდება უკრაინას!, – წერს თორნტონი.