მდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორია
2023 წლის 30 მაისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა.
„დღეს მივიღეთ გარემოსდაცვითი დაგაწყვეტილება, გურიაში, კერძოდ მდინარე ბახვისწყალზე, სოფელ უკანავას მიმდებარედ დაგეგმილ ბახვი 2 ჰესის პროექტზე. ახლა დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამჟამად ვმუშაობთ სამშენებლო ნებართვების საკითხზე. მესამე წელი დაიწყო, რაც რეგიონში ვართ წარმოდგენილები და საკმაოდ კარგად გავიცანით ადამიანებიც და გარემოც. გვახარებს ის ფაქტი, რომ მოგვეცა საშუალება ავაშენოთ ჰესი, რომელსაც პრეტენზია ექნება იყოს საუკეთესო პროექტი გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მართვის თვალსაზრისით. ეს კი მხოლოდ ჩვენი, როგორც პროექტის განმავითარებლების დამსახურება კი არ იქნება, არამედ მთელი აქაური საზოგადოების, ვინც პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საკითხის განხილვებში და ვისი რეკომენდაციების საფუძველზეც მოხდა პროექტის დახვეწა და ოპტიმიზაცია. დიდი მადლობა თითოეულ პირს, რომელსაც გული შესტკივა და უნდა საუკეთესო თავისი რეგიონისთვის. დიდი მადლობა ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს, სწორედ მათი ჩართულობით მოგვეცა საშუაელება, ეს პროექტი საუკეთესო გაგვეხადა რეგიონისა და ქვეყნისათვის“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში ჩატარდა. საჯარო განხილვის დროს პროექტს უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ადგილობრივი (მთისპირის თემის) მოსახლეობისგან და მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.