საქართველოში 16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად “ომიკრონის” 1189 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული იყო 1185 შემთხვევა.
ამასთან, გასული დღე ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი.