დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში და პარალიზებული მაგისტრალები. მიუხედავად იმისა რომ კალენდარზე დეკემბრის ბოლოა, ხელისუფლება ამინდის გაუარესებას მოუმზადებელი შეხვდა.
თოვლით დაფარული და მოყინული გზები რომელიც არ იწმინდება უკიდურესად საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს.
დღეს ყველა რეგიონში კრიტიკულად მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ. რიკოთის უღელტეხილზე კი ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია.
გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ რომლის პირდაპირი მოვალეობაა დიდთოვლობის დროს გზების მოწესრიგება, მაგისტრალებზე შექმნილი კატასტროფული მდგომარეობა სათანადოდ მოუმზადებელ მძღოლებს გადააბრალა.