რაც ახლა გურიაში ხდება არის სტიქია არაპროგნოზირებადი შედეგებით!
1.რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს 4 დღის წინ? ამინდის პროგნოზში ჩაეხედა, ნალექი განესაზღვრა და ყველა სოფელში გზის გამწმენდ ტრაქტორს ემუშავა სისტემატიურად რომ არ მომხდარიყო გზების ჩაკეტვა.
(2 მეტრამდე თოვლის წმენდას 4-ჯერ მეტი დრო უნდა)
2.მოემარაგებინა ყველა ოჯახი საკვებით, წყლით, მედიკამენტებით და შეშით.
3.ავარიული სახლებიდან გამოეყვანა ხალხი და მოეთავსებინა სასტუმროებში.
ვინაიდან ეს ყველაფერი დაგვიანებულია
რას უნდა აკეთებდეს ახლა?
1.მთელი საქართველოს სამაშველოს ბაზებიდან მოხსნას ნახევარი დანაყოფი და გაუშვას სტიქიის ზონაში.
2.ჯარი გაუშვას სტიქიის ზონაში.
3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადაერთოს საგანგებო მუშაობაზე: დაამობილიზოს საკოორდინაციო ჯგუფი ოზურგეთში, რომელიც უხელმძღვანელებს სამაშველო/საევაკუაციო ოპერაციებს ადგილზე.
4.სახელმწიფომ უნდა მოიხმოს ყველა მთამავლელი, ყოფილი მაშველი, თოვლში გამოცდილი ადამიანი.
5.საქმეში ჩაერთოს თერმული დრონები, მეზვავეები.
6.სამაშველო ოპერაციის დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს სახლების ლოკაციები სადაც დადასტურებულადაა მაცხოვრებელი (ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით).
7. სამაშველო ვერტმფრენი 24/7 უნდა ელოდოს ამინდის ფანჯარას სტიქიის ზონის მიმდებარედ.
თუ ამას არ აკეთებს სახელმწიფო, რას ვაკეთებთ ჩვენ?
არ დაგვავიწყდეს რომ არის სტიქია, სტიქია საფრთხის შემცველია ყველასთვის ვინც არ იცის მასთან გამკლავება.
ყველა ვინც გადაწყვეტს მოხალისე მაშველად წასვლას უნდა ჰქონდეს მინიმუმ თოვლისთვის შესაფერისი აღჭურვილობა და თოვლზე გადაადგილების ცოდნა.
ზუსტად შეაფასოს მისი შესაძლებლობა რამდენ კილომეტრზე შეძლებს დატვირთული ჩანთით, მაღალ თოვლზე, მინუს გრადუსში სიარულს, იცოდეს რუკის კითხვა და ტერიტორია სადაც მიდის შეისწავლოს რათა ზუსტად მივიდეს სამიზნემდე და თავად არ გახდეს საშველი.
ახლა ყველაზე დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ მთამსვლელებს, მოლაშქრეებს და ოფროადერებს!!!!
საკვების და საჭირო რესურსების მობილიზებაში მონაწილეობა ყველას!და კიდევ ვინმემ არ დამიწეროთ რაიმე პოლიტიკური კომენტარი, არ ვაგებ პასუხს მერე საკუთარ თავზე !!! თქვენი ბინძური პოლიტიკა,ნაცობაც და ქოცობაც შეინახეთ გამთბარ ბუხრებში სახლში რო გინთიათ !მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს ,რომლებიც 24/7 ზე მუშაობენ ხალხის დასახმარებლად ! ქედს ვიხრი მათ წინაშე! მადლობა ბიჭებო თქვენ

ვიცით რომ მარტო თქქვენ ვერაფერს გახდებით და გჭირდებათ დახმარება ! ძალიან გთხოვთ მაშველების მიმართ არავინ გამოიჩინოთ უპატივცემულობა !!!


