მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ – ტალახაძე

„ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავები, ასევე, მაშველი ძალა, რომ კომუნიკაცია არ დაიკარგოს თითოეულ მათგანთან”, – განაცხადა ოზურგეთში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლაშა ტალახაძემ.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ხდება მოქალაქეებისთვის მედიკამენტების და საკვების მიწოდება.

„მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას. საკვებითაც უზრუნველყოფენ. ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, აუცილებლად მოგვარდება ყველა პრობლემა“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share