“სოკარ გაზ ჯორჯიას” უცნაურმა კომუნალურმა გადასახადებმა გურულებს ყოფა კიდევ უფრო დაუმძიმა

ამ დღეებში გურიის მოსახლეობამ “სოკარ გაზ ჯორჯიას”-გან კომუნალური გადასახადების მატყობინებელი “უცნაური მესიჯები” მიიღო.

როგორც გურიის მოსახლეობის ნაწილი “გურიის მოამბეს” რედაქციას ატყობინებს, ამ “უცნაურმა მესიჯებმა” კიდევ უფრო გააუარესა დიდთოვლობისაგან ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გურულები:

“ამინდის გაუარესების გამო ვერ განხორციელდა მრიცხველების ჩვენების აღება – თქვენ დაგერიცხებათ 2024 წლის თებერვლის მოხმარების ოდენობა, რაც ავტომატურად დაზუსტდება შემდეგი თვის ფაქტიური ჩვენების საფუძველზე”.

ასეთი ტექსტური შეტყობინებები გურულებმა “სოკარ გაზ ჯორჯიას”-გან ამ დღეებში მიიღეს.

მოქალაქეები, რომლებიც რედაქციას უკავშირდებიან, აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადის სახით დარიცხული თანხები გაორმაგებულია.

მოქალაქეების ნაწილი ასევე გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კომპანიამ ასეთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო:

“რომ მოეცადათ ერთი კვირა და დაეზუსტებინათ არ შეიძლებოდა?”

სვამენ შეკითხვას “სოკარ გაზ ჯორჯიას” მისამართით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share