ამერიკელი სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან, კორი ენტონი ბუკერი:

“ჩვენ, ამერიკელები პლანეტის ყველაზე ძლიერი ერი ვართ, მაგრამ ჩვენ არ გვახასიათებს სუსტების დამცირება. ჩვენი ხასიათი არ გამოიხატება ტრავმირებულთა და დაჭრილთა დაჩაგვრაში, დაცინვასა და კიდევ უფრო მეტი ტკივილის მიყენებაში”…

“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც შექმნა ევროპის გადარჩენის “ მარშალის გეგმა”. ერი, რომელმაც განახორციელა ბერლინის “საჰაერო ხიდი” გერმანელთა დასახმარებლად . ჩვენ ვართ ხალხი, რომლის ლიდერმა ერთხელ თქვა: “ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი”.

“ჩვენ ვამბობთ სიმართლეს მაშინ, როდესაც ვიცავთ სუსტებს და არა მაშინ, როდესაც ამას ფულისთვის ვაკეთებთ. ჩვენ ვრჩებით ამერიკად, როდესაც ჩვენი ლიდერები მოიხსენიებენ დიქტატორებს დიქტატორებად, ხოლო დემოკრატიისთვის ბრძოლას ტირანიის წინააღმდეგ — გმირობად”.

“დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვერ აჩვენეს ძალა — მათ აჩვენეს სუსტი მხარეები. მათი მცდელობა იყო, რომ ჩვენი ერი დაეკნინებინათ, რის ფონზეც საკუთარი თავი უპირობოდ სუსტად წარმოაჩინეს”.

“ისინი ატარებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ტიტულებს — აშშ-ის პრეზიდენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ ტიტულები ვერ გხდის ადამიანად და მათ, ორივე მათგანმა შეურაცხყვეს თავიანთი რეგალიები”.

‘’მათ წინ იდგა დაღლილი მებრძოლი. ადამიანი, რომელმაც დაკარგა ათასობით მეგობარი და მეომარიც, რომლებიც ავტორიტარული ლიდერის უსამართლო და დანაშაულებრივი აგრესიით იქნა დაღუპული”.

“ისინი არ ასხივებდნენ დიდებულებას, არ ავლენდნენ ღირსეულ სულს და არც დიპლომატიურ სიბრძნეს, ვერც კეთილშობილება გამოავლინეს. ისინი მაღალ თანამდებობებზე წვრილმანი მოძალადეებივით იქცეოდნენ, ამცირებდნენ იმ ქვეყნის ისტორიასა და მემკვიდრეობას, რომელსაც მართავენ”.

“დონალდ ტრამპი უფრო რუსეთის პუტინივით იქცეოდა, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტისთვის დამახასიათებლად”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: