ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულის-ბახვის თემში-თანაშემწემ, იოსებ გუბელიძემ. ტრაქტორისტი გიორგი შავლოხაშვილი. დიდთოვლობისას, სოფლის უბნების გაწმენდის დროს, სასტიკად სცემა
ნაცემი ტრაქტორისტი ოზურგეთის მედალფას კლინიკაშია მოთავსებული
როგორც ადგილობრივები და ასევე თვითმხილველები გვატყობინებენ, გამგებლის მოადგილე ინცინდენტისას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინცინდენტის მიზეზი თოვლისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გახდა, გამგებლის მოადგილე, ტრაქტორისტს აიძულებდა გზები სოფლის იმ შუკებში გაეწმინდა სადაც მისთვის ახლობელი ადამიანები ცხოვრობდნენ, რამაც წარმოშვა კამათი, გამგებლის მოადგილე სიტყვიერი შეურაცხყოფიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, რის გამოც ტრაქტორისტი იძულებული გახდა ტრაქტორიდან გადმომხდარიყო, ამის შემდეგ ტრაქტორი გზიდან გადავარდა და ამოყირავდა, გამგებლის მოადგილემ წაქცეულ ტრაქტორისტს, რკინის ბლაგვი საგნით, თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა.
ტრაქტორისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისათვის დამაკმაყოფილებელია-ის მკურნალობას ბინაზე აგრძელებს:
“ეს ადამიანი მედალფას ოზურგეთის კლინიკაში შემოვიდა გუშინ, დაახლოებით ღამის 11 საათზე, გვითხრა რომ თავს დაესხა უცნობი პირები, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა, მან დაკარგა გონება და არაფერი ახსოვს. მოსვლისას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოვიძახეთ პოლიცია, დაზარალებული დაიკითხა, მისივე მოთხოვნით გაეწერა კლინიკიდან და მკურნალობას აგრძელებს სახლში” – გვითხრეს “მედალფას” ოზურგეთის კლინიკაში.