სენატორებმა რიშმა და შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა  გასულ კვირას MEGOBARI Act-ი წარადგინეს – ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

 

„ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯიმ რიშის თქმით, კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

 

„საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი ძლიერ გზავნილია, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთი პოლიტიკური სისტემისთვის.” ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე რიში.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომლებმაც მფაფიოდ აჩვენეს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები.

“შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი [ქართველების] მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების – დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლის- წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გადავიდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში“ – ამბობს შაჰინი.
კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share