„ბიძინას მონა” – ხმაური სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს „ბიძინას მონა” ეძახეს.  სხდომათა დარბაზიდან ზვიად კუპრავა გააძევეს.

მოსამართლემ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share