ოლიგარქის სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თემურ ჯანაშია დამნაშავედ იქნა ცნობილი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
“საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები. მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, ის გაფლანგვის თანაამსრულებლად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც გაფლანგვის ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული. ის იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე”, – თქვა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
რაც შეეხება, მე-3 პრეზიდენტს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ოლიგარქის პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.