ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 4 მოსწავლე და 3 მასწავლებელი დაინფიცირდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
“რამდენიმე სკოლაში ბოლო დღეებში 4 მოსწავლე და სამი მასწავლებელი გვყავს ინფიცირებული. ასევე კორონავირუსი ბაღის რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ლანჩხუთის ყველა სკოლა დღეიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საამღზრდელო პროცესი შეჩდერებულია ბაღებშიც.”- გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 82 შემთხვევა დადასტურდა.