გურიის მოამბე

“დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას” – ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის გიორგი ახობაძის და

ივანიშვილის რეჟიმის პატიმარმა გიორგი ახობაძემ დღეს საპატიმროს დროებით დატოვება და გარდაცვლილ დედასთან გამომშვიდობება შეძლო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და მანანა ახობაძე წერს.

“დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა” – წერს მანანა ახობაძე.
პროევროპული აქციების მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული. ის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს.

როგორც გიორგი ახობაძე სასამართლო პროცესზე აცხადებდა, მას ჰქონდა აღებული მძიმედ ავადმყოფი დედის მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, ამის გათვალისწინებით ადვოკატი პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა. გიორგი ახობაძის დედა 14 იანვარს გარდაიცვალა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share