დავითულიანის თქმით, თეატრალურის რექტორმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა

კულტურის მინისტრის  მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა  სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და “სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა”. დავითულიანმა განცხადება  მედიებთან გააკეთა:

„თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის. მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია. სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად, ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება….

შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა” თქვა დავითულიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share