თეატრალური: “რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა”

თეატრალური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რექტორი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტს:

”სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება  არ გამოიყენოს  სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა –   სტატუსის შეწყვეტა.” ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

იქამდე ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება  კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გააკეთა. 

შეგახსენებთ, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. იქამდე კი სტუდენტებთან, რომლებიც უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტს მართავდნენ, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share