ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დაწყებითი კლასის პედაგოგს კორონავირუსი ამ საღამოს დაუდასტურდა.
ამის შესახებ სკოლის დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა და მოსწავლეები და მათი მშობლები გააფრთხილა.
„”სსიპ-წმინდა გაბრიელ სპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებების,მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის სიმპტომები,რის გამოც ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან, ორი კვირის მანძილზე სკოლა გადადის ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სწავლა გაგრძელდება ონლაინ გაკვეთილების არსებული ცხრილით რაც უკვე მოგეწოდათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერ პედაგოგი.
შეგახსენებთ დღეს გურიაში დილის მონაცემებით კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო საღამოს კიდევ ბევრი შემთხვევა დაემატა, მათშორისაა ლანჩხუთის მერის ინფიცირების ისტორიაც.