“ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია“- ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა სენატში, მეგობარი აქტის განიხლვის შემდეგ განაცხადა.
სენატორის თქმით,“ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ღია შესაძლებლობას მათვე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი.“
”მე ვაფასებ სენატორ შაჰინისა და სენატორ რიშის ორპარტიულ ძალისხმევას, რომ დაიცვან დემოკრატია საქართველოში. რომელიც გრძელდება წნეხის მექანიზმებით, რომელსაც მეც დავუჭირე მხარი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ღია შესაძლებლობას მათვე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სენატორები ყველა პარტიიდან და ყველა ამ ქვეყანაში ყურადღებით აკვირადება მოვლენების განვითარებას საქართველოში.
რაც შეეხება მთავრობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც აკვირდებიან მათ ყოველ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია მედიაზე ზეწოლისთვის, რეპრესიებისთვის. ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია, – განაცხადა სენატორმა.