კომპანია “ძმები ჭეიშვილების” ღვინის ეტიკეტი
.
სოლომონ ჭეიშვილმა (1851-1925) მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში (შამპანი და ბორდო) გაეცნო ვენახის გაშენებისა და ღვინის დაყენების ფრანგულ ტექნოლოგიას. მანვე საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოიტანა ღვინის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა მანქანა-დანადგარები და გურიაში დაარსა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ძმები ჭეიშვილები”. კომპანიამ გურიაში ღვინის დამზადება და ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყო, ძმები ჭეიშვილების ღვინოები მზადდებოდა ასკანა-ბახვის მეღვინეობის არეალში მოყვანილი ყურძნით, ღვინო გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, განსაკუთრებული არომატითა და სურნელით.
.
ეტიკეტი – Гурійское Натуральное вино Бр. Чейшвили гор. Озургеты (1891 წლის ეტიკეტი) ეროვნული ბიბლიოთეკა.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა