პუტინი ბლოკავს უკრაინასთან მოლაპარაკებებს, რადგან მას ომის გაგრძელება სურს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პარიზში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საფრანგეთში დღეს უკრაინის მხარდამჭერი სამიტი გაიმართა.
ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, რა ეტაპზეა შესაძლებელი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ვინ ბლოკავს ასეთ მოლაპარაკებებს.
“მხოლოდ ერთი ბლოკირებაა – თავად რუსეთი. ეს ძალიან მარტივია – ის (პუტინი) არ არის მზად პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის…
„მე მზად ვარ მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის. მე არასდროს მეშინოდა. უბრალოდ პუტინს ომი უნდა. რა შეიძლება თქვას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადამიანმა, რომელსაც ომი სურს? – მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ჩუმად იჯდება, ან მის ამ ნარატივებს გადაყლაპავს. მე არ მაინტერესებს მის მიერ ყირიმში გამართული მეჯლისები, მისი წითელი ხიზილალა და მსგავსი რამეები. მე არ ვიცი, შეიძლება ამ რაღაცებით მან ვინმეს გაკვირვება კიდევ შეძლოს, ჩემთვის კი ეს დინოზავრებივითაა. გაიგეთ, მათ უბრალოდ ჩვენი შეჭმა სურთ. ჩვენ კი თავის და საკუთარი უფლებების დაცვა გვჭირდება. არ შეიძლება უბრალოდ თქმა: „მოდი, ვისაუბროთ“, მე „უბრალოდ“ სალაპარაკო, მასთან არაფერი მაქვს.“ ამბობს ზელენსკი