რუსული მედია მამუკა მდინარაძის განცხადებით აჭრელდა. პროპაგანდისტული გამოცემები “ოცნების” ლიდერის ციტატას ციტირებენ და წერენ, რომ საქართველოში სააკაშვილის პარტია აიკრძალება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება და არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, — ციტირებს მდინარაძეს პროპაგანდისტული TASS-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც არსებული ძირითადი ოპოზიციური პარტიების მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, თუ მათი შემადგენლობა ან მიზნები იდენტურია.
მდინარაძის განცხადებას ციტირებს კიდევ ერთი რუსული გამოცემა RBK. სტატიის სათაური ასეთია: “ქართული ოცნება სააკაშვილის პარტიის აკრძალვის პირობას იძლევა”.
ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.