„გაუთავებლად ყვებიან შეთქმულების თეორიებს და უნდათ, რომ ამ შეთქმულების თეორიებში ჩაითრიონ და პლუს, გაუთავებლად უნდათ, რომ შიშები დათესონ,“ – ამის შესახებ „რეაქციაში“ „ერთიანობის“ ლიდერი ლაშა ბაქრაძე საუბრობს.
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ პირდაპირ აჩვენა, რომ მათ დასავლეთი არ უნდათ. ბაქრაძის შეფასებით, ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას ეშინია.
”ჩვენ ვხედავთ ზურგის ქცევის პროცესს დასავლეთისა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, ვისზე დგას ქართული ო ცნება, ადამიანები, რომლებსაც ტვინი დაბნელებული აქვთ, იმიტომ, რომ გაუთავებლად ყვებიან შეთქმულების თეორიებს და უნდათ, რომ ამ შეთქმულების თეორიებში ჩაითრიონ და პლუს, გაუთავებლად უნდათ, რომ შიშები დათესონ, ფაქტობრივად, ქართულ ოცნებას აღარაფერი შესათავაზებელი აღარ აქვთ, წინათ იტყუებოდნენ, მილიონებს დავარიგებთო, ახლა არანაირი დაპირება, ხედვა აღარ აქვთ მომავლის,“ – ამბობს ლაშა ბაქრაძე.