“ოცნების” თავმჯდომარემ 14 სენატორის უმძიმეს წერილს სამწუხარო უწოდა.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ წერილის პათოსი არასწორი აღქმებით არის გამოწვეული.
ირაკლი ღარიბაშვილმა შალვა პაპუაშვილგან განსხვავებით სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმისგან ტავი შეიკავა და ტქვა, რომ თუ რამ გაუგებრობა და ბუნდოვანებაა, ეს დახურულ კარს მიღმა დიალოგით უნდა გადაწყდეს.
ღარიბამ ვერ გაბედაა თავდასხმაა ამერიკელებზე საბოლოდ ეს დასკვნა გამოვიტანე
ჩემი პოზიცია იცის ყველამ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიეორთობას რაც გვაქვს ამერიკასთან, ამავდროულად ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა, სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ჩემი სურვილი არის, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს სტარტეგიულ პარტნიორებთან, და თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა
მეც გავეცანი ამ წერილს, რომლის შინაარსიც ძალიან სამწუხაროა. არასწორი აღქმებიდანაა ამ წერილის პათოსი გამოწვეული. აუცილებელია დიალოგი გაგრძელდეს და ავუხსნათ ამერიკას, რომ რაიმე განსაკუთრებულს საქართველო არ აკეთებს
ასევე საფუძველმოკლებულია განცხადება საქართველოს საგარეო პოლიციტიკის კურის ცვლილების შესახებ.
ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება უნდა, ეს არის გამორიცხული. კიდევ ვიმეორებ, შესაძლოა ჩვენ განსახვავებული შეხედულებები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხზე, ვერ გვექნება ყველაფერზე ერთნაირი პოზიცია, ეს ბუნებრივია, ამისთვის მეტი დიალოგი და მეტი ჩართულობაა საჭირო. ამის შემდეგ ეს ბუნდოვანებაც მოიხსნება”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა – ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ “ოცნებას” ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.