„უთიხური – გურული სიტყვაა, ღმერთის გარეშე გაკეთებული, ღმერთის ხელი რომ არ მონაწილეობს, ეს ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოს მართლაც სისხლს უშრობენ, უთიხურები არიან“, – ამის შესახებ „რეაქციაში“ მხატვარმა გია ბუღაძემ ისაუბრა.
“ბიძინა თუ საქართველო” – ამ არჩევანის წინაშე აყენებს „ქართული ოცნება“, ბუღაძის თქმით, საზოგადოებას.
”ესენი დგანან შიშზე. იგონებენ შეთქმულების თეორიებს, წარმოუდგენელ ზღაპრებს და თან გაუნათლებლობაზეა აქცენტი გაკეთებული, მიაჩნიათ, რომ იმდენად გაუნათლებელი და ხიხოა, როგორც თავად არიან, შეუძლიათ, რომ ყველანაირი ტყუილი შეატყუონ.
ბიძინას დინასტია, მმართველობა? კიდევ 12 წელი ვიქნებითო, რეალურად საუბარია პერმანენტულ განგრძობადობაზე, სადაც უნდა ვიყოთ ადამიანები შიშის ქვეშ და სიბეჩავეში,“ – ამბობს ბუღაძე.