“გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, – განცხადება ამის შესახებ გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაკიმ ისაუბრა.
როგორც “ამერიკის ხმა” წერს, ანტონიო გუტერეში განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება “ძალადობრივ შეტაკებებს და ცნობებს, სამართალდამცავი პერსონალის მიერ, ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.”
სპიკერის თქმით, გენერალური მდივანი იზიარებს საქართველოში გაეროს გუნდის და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეშფოთებას, “გამოხატვის თავისუფლებასა და მედიაზე, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური გავლენის შესახებ.”
გარდა ამისა, ჰაკის თქმით, გუტერეში მოუწოდებს, “თავშეკავებას და დიალოგს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და საპროტესტო აქციების დროს, ან მის შემდეგ, ან პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ.”
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, გამჭვირვალობის კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 30 წავიდა.