„ქართული ოცნება არის ტყუილი, ძალადობა, კრიმინალი, კორუფცია, პოლიცია და კრიმინალი ერთად მუშაობენ, ქვეყნის გახლეჩვა შუაზე,“ – ამის შესახებ „რეაქციაში“ მხატვარი ნიკო ცეცხლაძე საუბრობს.
ნიკო ცეცხლაძის თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწვდა უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვლება.
”აქ არის ტოქსიკური მშვიდობა, მშვიდობა არის ევროპაში, რომელიც იმ ხალხმა დაიმსახურა, იბრძოლეს, როგორც დემოკრატიას სჭირდება დაცვა, ისე სჭირდება მშვიდობას დაცვა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა პორტუგალიას, რომ მოუგეს, შეუძლებელი შეძლეს, ასეთი შეუძლებელი უნდა შეძლოს ახლა ქართველმა ხალხმა და 26 ოქტომბერს ესენი უნდა დამარცხდნენ,“ – ამბობს ცეცხლაძე.