ინჯია: ოპოზიციას საქართველოში უნდა ომი

“ევროპელი სოციალისტების” ლიდერის, ფრიდონ ინჯიას აზრით, საქართველოში ოპოზიციას “ომი უნდა”. ასე შეაფასა მან საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვა, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ჩაწერონ რუსეთი და რუსეთის აგრესია, რასაც “ქართული ოცნება” არ აკეთებს.

“როდის შეიძლება ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან დავუჯეროთ, მაშინ, როდესაც ამ ბოლო წლების განმავლობაში აქციებს ატარებს, პიკეტირებას აწყობს ქვეყანაში – უნდა ქვეყანაში ომი… თქვენ რასაც ითხოვთ, ეს არის ომი – აცხადებს ინჯია საგარეო ურთიერთობათა​ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

“ოცნების” დეპუტატი და კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაძე ოპოზიციის მოთხოვნას, “საცირკო წარმოდგენას” უწოდებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share