ხვალ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივალ – ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ხვალ, 8 აპრილს, წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს – ამის შესახებ პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო დააკავონ, თუმცა მისივე თქმით, ფაქტი მას “საერთოდ არ აღელვებს”.

”არავითარ შემთხვევაში ხვალ არანაირ კომისიაზე არ მივალ, საერთოდ არც განვიხილავ ამ მომენტს, იმისთანების შედეგის მიუხედავად, რაც შეიძლება დადგეს. თუ ნიკა გვარამია დაიჭირეს იმის გამო, რომ ვიდეო მასალა ჰქონდათ იმის, რომ მისი ცოლი და ძაღლი გადმოვიდნენ მანქანიდან, რატომ არ უნდა ვუშვებდე ახლა. შეუძლებელია პროგნოზირება უკანონობის, უკანონობა ირაციონალურია მისი პროგნოზირება შეუძლებელია. მე რომ ვიცოდე, რომ კანონის ფარგლებში მოიქცეოდა სასამართლო ან ე.წ. ხელისუფლება, შემეძლებოდა პასუხი გამეცა. საერთოდ არ მაღელვებს ეს საკითხი, მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ”, – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share