ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს – გვარამია

“ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ  განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ყოფილ პრემიერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაცია აქვს და გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის.

”ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს. მას კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იგი ინფორმაციასაც კი აწვდის. ცემაც, პასპორტის ჩამორთმევაც, ეს ყველაფერი სიმართლეა. ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა. ხვალ რომ გამოაჩინონ, რადგან დღეს მე და თქვენ ამაზე ვსაუბრობთ, არაფერს არ ნიშნავს. ეს კაცი ნაცემიც არის, მხარამოგდებულიც არის, პასპორტწართმეულიც არის და ტერორის ქვეშაც არის.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share