„ჩემი აღდგომა“
.
ჩემი აღდგომა მაშინ იქნება
როს თავისუფალს ვნახავ სამშობლოს,
თუ მტრისგან შევინარჩუნებთ,
ვარდ-ყვავილოვან მოქარგულ მდელოს
* * *
ჩემი აღდგომა მაშინ იქნება
როს ჩემი ერი განიკურნება,
როს ჩემს სამშობლოს დღეს შავად მოსილს
გულში ჩაიკრავს სულ სხვა ბუნება.
* * *
ჩემი აღდგომა მაშინ იქნება
როს ჩემს ერს ვნახავ თავისუფალსა;
როს ძმა ძმის სისხლს აღარ დაანთხევს
და ხმალს ჩააგებს პირსისხლიანსა.
* * *
ჩემი აღდგომა მაშინ იქნება
როს განახლდება ჩემი ივერი
მაშინ აღდგომას მე მოგილოცავთ
სიამით მეც დავიმღერი!
.
დ. ჭანჭანათელი

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა