მხატვარ კუსტოდიევის წერილი დედას – ოზურგეთი 1897 წლის 4 მაისი
.
„ბოლოს და ბოლოს მე „ოზურგეთის ხეობაში“ ვარ, თუმცა ეს ხეობა უფრო გავს შევეიცარიას „ან რაიმე შვეიცარიის მაგვარს“. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან კარგი გავაკეთე, რომ აქ მოვხვდი. ჩამოვედი გუშინ დილის 10 საათზე.
.
8 საათისათვის მე უკვე ნატანებში ვიყავი, ნატანებიდან ოზურგეთამდე დადის „დილიჟანსი“ – 40 კაპიკად. გზის პირები, როგორც იტყვიან ვარდებითაა მოფენილი და ასე მიემართება 20 ვერსტზე, ბოლოს და ბოლოს შევედი ოზურგეთში. მეგონა „ქალაქი“ დამხვდებოდა, როგორც აღმოჩნდა ეს იყო ედემის ბაღის მსგავსი, სადაც როგორც ცნობილია etc… ანუ დიდი სახლი და უზარმაზარი ბაღი, შემდეგ ისევ სახლი და დიდი ბაღი და ამგვარად მთელი ქალაქი ასეთ ბაღებში ჩადგმულ სახლებს წარმოადგენს, რომელებიც ერთმანეთიდან თითქმის ნახევარი ვერსტის მოშორებით დგანან“.
.
კუსტოდიევის სამი ჩანახატი – ოზურგეთი 1897 წელი 28 მაისი
