„გულიდან დავწერე, იურისტებთან წვდომა არ მქონია“ – დონალდ ტრამპი ტარიფების 90 დღით დაპაუზებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით კურსის შეცვლის გადაწყვეტილება „გულიდან მომდინარეობდა“ და იურისტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

„ამაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი. უბრალოდ დავწერე, მე არ – ჩვენ არ გვქონია – იურისტებთან წვდომა. ჩვენ ეს გულიდან დავწერეთ, არა? ეს გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, რომ ის ასევე კარგად იყო დაწერილი“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, ტრამპმა გუშინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share