ანა დოლიძე – რომ არა ემიგრაცია ახლა საქართველოში “ჰოლოდომორი” იქნებოდა

“რომ არ ყოფილიყო ემიგრაცია, საქართველოში ახლა ჰოლოდომორი – სრული შიმშილობა – იქნებოდა. ყოველწლიურად ემიგრაციიდან დაახლოებით საქართველოში 4 მილიარდი აშშ დოლარი შემოდის, ანუ მთელი ჩვენი ეკონომიკის, რომელიც ამ დროისთვის 17 მილიარდი დოლარია, ერთი მეოთხედი ემიგრაციის წილია”

ეს განცხადება ემიგრანტებთან შეხვედრაზე, პარტია “„ანა დოლიძე – ხალხისთვის“” ლიდერმა, ანა დოლიძემ გააკეთა.

ქალბატონმა ანამ პასუხი გასცა ქართველი ემიგრანტების კითხვებს,

დოლიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას-მისი თქმით, სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ :ნაციონალური მოძრაობა” არა საერთო – არამედ მხოლოდ საკუთარი გამარჯვებისათვის იბრძვის:

“შეიკრიბებიან დასხდებიან, იწყება საუბარი პარტიულ სიაზე, ვერ თანხმდებიან, იწყება კარის გაჯახუნება და ერთმანეთის კრიტიკა. კოალიცია ევროპულ ქვეყნებში იქმნება ასე – ჯერ შედიან პარლამენტში, ,მანამდე ყველა თავის იდენტობას ინარჩუნებს, მერე იწყებენ ამაზე საუბარს” – თქვა დოლიძემ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრისას.

შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ემიგრაციის წარმომადგენლების ძირითადი დაინტერესება ემიგრანტების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობამ და ამისი შესაძლებლობების მექანიზმების შექმნის პროცესმა გამოიწვია.

შეხვედრა სოციალურ ქსელების მეშვეობით შედგა და მისი ორგანიზატორები-როგორც ავღნიშნეთ -იყვნენ სხვადასხვა ემიგრანტული მოძრაობები და პლატფორმები, მათ შორის პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” და მოძრაობა “ხმა ემიგრაციიდან”

პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.

პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს-– ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს, გიორგი ვაშაძეს, მოლდოვას სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, ქალბატონ კორნელია კოზონაცს, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს გუნდიდან -სულ ბოლო შეხვედრა ემიგრანტებმა – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” თან და უკრანისი საგანგებო და სრულუფლებიან ელჩტან სერბეთში, ვოლოდიმირ ტოლცაკთან, გამართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share