ნარკორეალიზატორები საქართველოში ახალ მასშტაბზე გავიდნენ. მკვლელი ნარკოტიკის დამტარებლებს უკვე ქუჩებში გამოკრული პლაკატებით ეძებენ. თბილისი აჭრელებულია რეალიზატორების განცხადებებით, სადაც 2000 დოლარიან ხელფასებზე ეპატიჟებიან ხალხს ვინც, გამოძახების შემდეგ მისამართზე მკვლელ ნარკოტიკს მიიტანს. შეუძლებელია ასეთი სქემა გავლენიანი მფარველების გარეშე მუშაობდეს.
სამგორი, ვარკეთილი, ვაზისუბანი გლდანი, ქუთაისი, ბათუმი – ეს მხოლოდ ერთი ნარკომოვაჭრის მიერ დღეს გაგზავნილი მისამართების არასრული ჩამონათვალია.
ქსელი იმდენად მასშტაბურია, რომ ყიდვის შემთხვევაში, მკვლელი ნარკოტიკის გაგზავნას სოფლებშიც კი სთავაზობენ. ახალგაზრდების სიკვდილის სქემაში ჩასართავად კი მეორე შენაძენზე მყიდველს ფასდაკლებას უკეთებენ. შემდეგ ერთგულ მომხმარებლებს კი წამახალისებელი გათამაშებით ნარკოტიკს უფასოდ უგზავნიან.
ტვ პირველი