პარლამენტის ახალი ვიცესპიკერი ნინო წილოსანი იქნება

პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი იქნება. ეს პარტიის წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

წილოსანი ჩაანაცვლებს ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც კობახიძის მთავრობის დამტკიცების შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა.

“დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. უმრავლესობა ვიცესპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც გათავისუფლდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, წარადგენს პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს”- თქვა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share