გვინდა, უკრაინაში ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს -მეუფე იაკობი

”საკითხები რაც იყო, [სინოდის სხდომაზე] ძირითადი ყველა გავიარეთ. მაგალითად, გავიარეთ საკითხი, იცით, რომ რაც მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, იმის მერე სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, უდიდესი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს და აბსოლუტურად გავიზიარეთ ყველა იმ ადამიანის მწუხარება… მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, რაც ხდება იქ. ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ, ასევე სირიაშიც მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს. ასევე, იყო სხვა საკითხებიც.”

თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და 5-საათიანი დაგვიანებით დაიწყო, 40 წუთში დასრულდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share