უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ხერსონთან, 4 დასახლება, ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკე, ტომინა ბალკა და პრავდინე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპერაცია ღამით, რუსული პოზიციების დაბომბვით დაიწყო. შეტევის ძირითადი მიმართულება კი პრავდინზე იყო.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო მანქანებიც გაანადგურეს, ზოგი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.