საქართველოში რუსეთის ფედერალური მთავრობის წევრი, იაკუტის ოლქის სენატორი, ალექსანდრ აკიმოვი ჩამოდის – ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. აკიმოვი Mas-wrestling-ის “ევროპის ღია ჩემპიონატს” დაესწრება, რომლის ორგანიზატორიც რუსეთია. აკიმოვი კი ამავე ფედერაციის პრეზიდენტია და აქტიურად უჭერს მხარს პუტინის ომს უკრაინაში.
Mas-wrestling-ის საიტზე აღნიშნული ინფორმაციით, “ევროპის ღია ჩემპიონატი” თვის ბოლოს, წყალტუბოს სპორტკომპლექსშია დაგეგმილი და ორგანიზებაში ჩართულია მამუკა ტუსკაძე, რომელიც ალტერნატიულ ფედერაციას აყალიბებს, რადგან Mas-wrestling-ის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც რუსეთს ეკუთვნის ქართულმა მხარემ სხვა არაერთ ქვეყანასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დატოვა.
ტუსკაძე ინფორმაციას “ფორმულას” უდასტურებს და ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვა აკიმოვიც და ყველა, ვისაც “ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული”.