საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ, ნელ-ნელა ივსება საველე ჰოსპიტლები

კლინიკებში პაციენტების 70%-ს ჟანგბადი სჭირდება – ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მარაგი არის და საგანგაშო არაფერია.

დელტა შტამმა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა, მათ შორის ახალგაზრდებშიც. საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ, ნელ-ნელა ივსება საველე ჰოსპიტლები.

სიკვდილიანობისა და ინფიცირების რეკორდული ციფრების ფონზე, მილიონს გადააჭარბა აცრილების რაოდენობამ, თუმცა, ეს მაჩვენებელი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი არ არის.

ეპიდვითარება იმდენად მძიმეა, რომ ჯანდაცვის სექტორში ჯერ არ იციან, გასცემენ თუ არა სწავლის დაწყების რეკომენდაციას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share