ევროპაში გაიგონ, ცუდ ბრძოლაში შემოდიან – არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ – მეუგე იაკობი

”ევროპაში კარგად გაიგონ, რა, ცუდ ბრძოლაში შემოდიან ჩვენთან – ჩვენ არ გვინდა არავისთან ცუდი, სიკვდილიც ვერ შეგვაშინებს ჩვენ. ჭკვიანად იყვნენ, არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ და ნახონ, ვისზე რა ნაკლებები ვართ.

[…] დღეს ვინც დადის და პირდაპირ გეუბნებით, ვინც უცხოეთის პარლამენტებში, ქვეყნების მთავრობებთან, კონგრესში და სენატში დადის თავის ქვეყანზე ცუდს ლაპარაკობს, შედეგი რა მოაქვს ხო? სანქციები, სანქციები, სანქციები. და მერე ვის ხვდება ეს სანქციები? ჩვენს შვილებს და აღარ ვითარდება. ე. ი., სიკეთისთვის კეთდება ეს თუ ბოროტებისთვის, საბოლოო ჯამში შედეგი ბოროტება აქვს. ნუ ვიქნებით 30 ვერცხლის მოყვარულები. სხვას არავის არ შევადარებ, მითუმეტეს ყოფილ პირველ პირებს, რომლებიც დარბიან და ქალის ფორმაც დაკარგეს და ყველაფერი დაკარგეს. […] მოღალატეები ღმერთსაც არ უყვარს. ”-

თქვა ქადაგების დროს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share