„ავადაა მიშა და სართველოში ვერ მკურნალობენ? აქვს უფლება, იმკურნალოს იქ, სადაც მის დაავადებას განკურნავენ“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოცქსელში წერს:

„ახლა მამისმინეთ კარგად. მე გიორგი ფოფხაძე ვებრძოდი მიშას აწყობილ სისტემას და არა პიროვნებას მიშა სააკაშვილს. რახან მიშამ შექმნა ეს სისტემა რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ისაა და კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ისევ როგორც ყველა იმ პირმა რომლებიც ამ სისტემის შემოქმედნი და შემსრულებლები იყვნენ. დიახ კანონის წინაშე და არა ვიღაცის ან რაღაცის ხუშტირების. თანაც თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ.. თუ მიშა არის ავად და გამოუვალი მდგომარეობაა რასაც მისი ადვოკატები და ექიმები ამბობენ, მაშინ ძვირფასო მთავრობავ, თქვენი ვალი და მოვალეობაა მოიწვიოთ სრულიად ნეიტრალური და მიუმხრობელი საერთაშორისო ექსპერტიზა, ზუსტად ისეთი, რომელთა პროფესიონალიზმში და მიუმხრობლობაში ვერავინ ეჭვს არ და ვერ შეიტანს.. ხოო და თუ ეს კომისია (თუ კონსილიუმი) დადებს დასკვნას რომ, ადამიანს ესაჭიროება სასწრაფო მკურნალობა საზღვარგარეთ, გააგზავნეთ ბატონო რა პრობლემაა.?. ვინმემ გითხრათ რომ, იმ კლინიკაში მის პალატასთან მიმღები ქვეყანა დაცვას არ და ვერ უზრუნველყოფს?.. სადმე გაიქცევა?.. უბელაოდ არავინ მისცემს ამის საშუალებას.. ხოო და მორჩება ამით ყველაფერი..
მართლა და მართლა რა უკუღმა აკეთებთ ყველაფერს, თუმცა როგორც ვუყურებ, თავადვე გაწყობთ ეს ვაკხანალია და კივილ- წივილი.. ამაშია საქმე..
ავადაა ადამიანი და აქ სართველოში ვერ მკურნალობენ?. მაშინ მას აქვს უფლება იმკურნალოს იქ, სადაც მის დაავადებას განკურნავენ.
ვითომ და ხომ მარტივია და ორჯერ ორია, მაგრამ, საუბედუროდ თურმე -არა.. “ – წერს ფოფხაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share