პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, დღეს 3 დეკემბერს ქართული ოცნების“ ოფისთან სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არაფერს და ჭაობს აქტიურობა ჯობია.
ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირადად რუსეთის პატიმარია.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს წამებით და ნელი სიკვდილით კლავენ.
„ციხეში რუსეთთან დაპირისპირებული მესამე პრეზიდენტი ზის. უკვე დასკვნის სახით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ის მოწამლულია და მოწამვლა სავარაუდოდ მოხდა უცხო ქვეყნის მიერ. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ პირადად რუსეთის პატიმარი.
რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში მომწონს ნებისმიერი გააქტიურება, არაფერს და ჭაობს აქტიურობა ჯობია, რა თქმა უნდა, ვისურვებდი კიდევ უფრო დიდი ორგანიზებულ აქციას. ბევრი ისეთი ლიდერი ვიხილე აქციაზე, რომ არ ველოდებოდი მოვიდოდნენ. ასეთ დროს ყველა ერთად უნდა დადგეს. დრო არ ითმენს, დრო არ მუშაობს პაციენტზე. ვერ ჭამს კაცი, მოწამლულია და როგორ მიიღებდა საკვებს?!
მომწონს, რომ რაღაც დაიწყო და ხალხი შეწუხდა. ადამიანი კვდება. ჩემი მოთხოვნაა – „არმოკლათ, გადაიყვანეთ“. ნელი სიკვდილით, წამებით კლავენ მიხეილ სააკაშვილს. ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, დასავლური ღირებულებებით გააგრძელოს განვითარება, მესამე პრეზიდენტის სიკვდილი წამებით არ უნდა დაუშვას, ეს სახელმწიფოებრიობისთვის არის კატასტროფა“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.