ნიკოლოზ ცისკარიძე აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მას მაქსიმ გალკინს ადარებენ და მკაცრად აკრიტიკებენ. ცნობილი ბალერონი ამბობს, რომ ეს შედარება უადგილოა და მას საღამოს ეთერში გადაცემა მიჰყავს ისე, როგორც თავად სწორად მიაჩნია.
„მე ტექსტებს ღობეზე არ ვკითხულობ და მყეფარებს პასუხს არ ვცემ, ბევრი საქმე მაქვს და არ მცალია. როცა გადაცემის წამყვანობა მთხოვეს, ამიხსნეს, რომ ეს იყო საცდელი ვერსია. ეგრევე მივწერე მაქსიმ გალკინს, მან იხუმრა, მეც გავეხუმრე. ნუ მთხოვთ, ვიყო ისეთი, როგორიც ის არის, ან როგორიც ანდრეი მალახოვი იყო. ვცდილობ, რაც შემიძლია“ – აცხადებს ცისკარიძე, რომელმაც რუსეთის პირველ არხზე მაქსიმ გალკინის გადაცემა გადაიბარა.