“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხელოვანები პირველ კომენტარს აკეთებენ.
გიგა დათიაშვილ ეთერში ამბობს, რომ თინათინ რუხაძის უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადამსჯელო ღონისძიებაა.
“დოი ისჯება იმის გამო, რომ მის მსახიობს სოლიდარობას უცხადებდა” – აცხადებს გიგა დათიაშვილი.
”ძალიან მოულოდნელი იყო. მაინც რაღაცნაირად გვეგონა, რომ ამას ვერ გაბედავდნენ, მაგრამ გაბედეს და გაბედავენ ყველაფერს, რასაც გვგონია, რომ ვერ გაბედავენ. ესენი აუცილებლად გაბედავენ და გააკეთებენ. ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ რაღაცნაირად მოვდუნდით და რაღაცნაირად შევეგუეთ. არ მინდა თითების გაშვერა ზოგადად, მაგრამ უმრავლესობას ეხება ეს. ნორმალიზება გავუკეთეთ ამ პროცესებს, დავაბრუნეთ ცხოვრებისეული რეჟიმი ისეთ კალაპოტზე, როგორც იყო აქამდე, რუსთველზე ხალხი შემცირდა.
ჩვენ მივეცით მაგის ლეგიტიმაცია, რომ ეს გაებედათ და გაეკეთებინათ. ასე მოუწევს ყველა ადამიანს, ვინც ამ სისტემის წინააღმდეგ იყო დაპირისპირებული. ვისაც ახლა ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს, ძალიან ცდება. ეს არის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის შედეგი, რაც დადგა. ერთადერთი დარჩენილი, რაც იყო პროტესტის ადგილი, იმის ჩახშობასაც ცდილობენ და დოი ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ თავის მსახიობს უცხადებდა სოლიდარობას, თავის თანამებრძოლს უცხადებდა სოლიდარობას.” – ამბობს გიგა დათიაშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.