ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს. ამის შესახებ მან “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ამის უტყუარ დასკვნას, სამართალდამცავი ორგანო წარმოადგეს. მე ხომ იურისტი ვარ, იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს 100%-იანი სტანდარტით. ჩვენ ამ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ყველას გვაქვს.

რაც შეეხება 5 ივლისის ძალადობას, ეს ჩვენ არაერთხელ დავგმეთ და ასევე, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმოქმედებთ,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share