მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ – ნატალი ლუაზო

“მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ, თუ არ ვიმოქმედებთ, რატომ უნდა გვენდონ?” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს და  პარლამენტის მიერ “გრანტების კანონში” ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

“საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა ძალიან დიდ ხანს რჩება დაუსჯელი” – წერს ლუაზო პლატფორმა X- ზე.

”ძვირფასო კაია კალას, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა ძალიან დიდ ხანს რჩება დაუსჯელი. მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ. თუ არ ვიმოქმედებთ, რატომ უნდა გვენდონ?” – წერს ნატალი ლუაზო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share