ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობს?

ავტორი:სალომე მეცხვარიშვილი; https://bm.ge/;

საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.

კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”.
კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.

კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.

რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?

ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია – შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.

სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.

“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.

საყოველთაო ინტერნეტიზაცია

საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი – “Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს – 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.
თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    შეუერთდება თუ არა ოზურგეთის მერი ექსპრემიერ გახარიას პოლიტიკურ გუნდსექსპრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელმა სტუმრობამ ოზურგეთში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ყოფილი პრემიერი ოზურგეთს ძმებ არველაძეებთან ერთად სტუმრობდა და მათთან ერთად არველაძეების კუთვნილი მოცვის პლანტაციები დაათვალიერა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლიხაურსა და ჯუმათში, ასევე დაბა ნარუჯაში. აქ ახლო წარსულში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობენ და იქვე მოცვის…
    Tags: და, რომ, ოზურგეთის, ახალი, ამბები
  • 69
    "ჩოჩიას საერთოდ არ ვიცნობ" .. აკაკი წითლიძე ნაგომარში ხრეშის მოპოვებას უარყოფს"არანაირი შეხება არ გვაქვს ნაგომართან და ჩოხატაური - ოზურგეთის დამავშირებელ გზასთან. იქ სხვა კომპანია მუშაობს და არა ჩვენ.  ჩვენ ვმუშაობთ სოფელ სილაურში და ამ სოფელთან მილიონიანი მემორანდუმი გვაქვს. მუნიციპალიტეტთან და სოფელთან, სადაც გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეხლა ველოდებით ასფალტის ქარხნის მონტაჟს, რომ დავიწყოთ ასფალტის ფენის გადაგება" განაცხადა მდინარე სუფსაზე ინერტული…
    Tags: და, ამ, ახალი, ამბები
  • 65
    ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს სასწავლო პროცესი განახლდადღეიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა,  როგორც ყველგან ქვეყანაში, ასევე გურიაშიც, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პანდემიიდან განოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდგომ განახლდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეები სწავლებას დისტანციური მეთოდით გადიოდნენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის…
    Tags: და, წლის, ახალი, ამბები
  • 65
    ჩაკეტილი საქართველოს მაღალჩინოსნები მალდივებსა და ალპებში სასტუმროებს ჯავშნიან,,საჯაროდ მივმართავ Ჩემს მაღალჩინოსან მეგობრებს! Თბილისი პატარა ქალაქია და უკვე ყველამ იცის Თქვენი ჯავშნები მალდივებზე და ალპებში. Ძალიან გთხოვთ, ისე ნუ იზამთ, ტრაპამდე ვერ მიასწროთ... P.S სრულად დაჯავშნილია ემირატების, ძვირადღირებული რეისი! '' წერს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ჟურნალისტი ლალი მაროშკინა.
    Tags: და, საქართველოს, ახალი, ამბები